უნგრეთის მთავრობა პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების ვადის შეზღუდვას გეგმავს, - ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.
უნგრეთის მმართველმა პარტიამ „ტისამ“ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილება წარადგინა, რომელიც პრემიერ-მინისტრისთვის თანამდებობაზე ყოფნის ვადის შეზღუდვას ითვალისწინებს.
საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნა მაქსიმუმ 8 წლით განისაზღვრება.
ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მომავალში აღნიშნული თანამდებობის დაკავებას ვერ შეძლებს.