2026 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 24 774.6 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.0 პროცენტი შეადგინა.
ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.
მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2026 წლის I კვარტალში 2.3 პროცენტით განისაზღვრა.
2026 წლის პირველ კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (36.0 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (18.0 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (5.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (11.7 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (14.5 პროცენტი). კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-3.3 პროცენტი) და მშენებლობა (-2.0 პროცენტი).