სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს თებერვალში, წლიურად ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის პირველ ადგილზეა კომბოსტოა. მისი ღირებულება, გასულ წელთან შედარებით, 73.1%-ით გაიზარდა.

სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის იანვარში საქართველომ უცხოეთიდან 494.8 ტონა (271.9 ათასი აშშ დოლარი) კომბოსტო (ასევე, კოლრაბი ბროკოლი) შეიძინა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 548.1 ტონა (178.9 ათასი აშშ დოლარი).

რაც შეეხება გასული წლის მაჩვენებელს, 2024წელს კომბოსტოს იმპორტმა 2,765 ტონა (1.311 მლნ აშშ დოლარი).

საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, წელს იანვარში იმპორტირებული 1 კგ კომბოსტოს საშუალო ღირებულება 55 ცენტამდე იყო, წინა წლის იგივე პერიოდში კი 12 ცენტი იყო.

(შენიშვნა: ფასები დათვლილია გადასახადის გარეშე, საშუალო მაჩვენებლებით)

ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნული პროდუქტის მთავარი იმპორტიორ წელს იანვარში თურქეთი იყო, რომელზეც კომბოსტოს იმპორტის 99.8% მოდის.

ცნობისთვის, 2025 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.0%-ით განისაზღვრა.

წყარო: bpn.ge