2025 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით საქართველოში ოფიციალურად  213 978 ერთეული Toyota-ს მარკის ავტომობილი იყო რეგისტრირებული, რაც საერთო ავტოპარკის 11%-ია. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი Toyota-ს მარკის ავტომობილი თბილისში იყო რეგისტრირებული.

Toyota-ს ავტომობილების რაოდენობა რეგიონების მიხედვით:

  • ქ. თბილისი: 126 250
  • იმერეთი: 18 485
  • აჭარის არ: 16 843
  • ქვემო ქართლი: 14 946
  • კახეთი: 9 296
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი: 7 909
  • შიდა ქართლი: 7 061
  • სამცხე-ჯავახეთი: 4 459
  • მცხეთა-მთიანეთი: 4 313
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: 1 076

businessinsider.ge