საქართველომ 2025 წლის იანვარ-ნოემბერში პოლონეთში ექსპორტზე 48 391.4 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 49 038.3 ათასი დოლარის. მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით საქართველოდან პოლონეთში ექსპორტი 1%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება საექსპორტო პროდუქციას, საქართველოდან პოლონეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ღვინოა.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო პოლონეთში ყიდის: 

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 15 849.9 ათასი დოლარი;
  • მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 8 282.7 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 4 012.9 ათასი დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 3 724.9 ათასი დოლარი;
  • სხვა თიხები - 2 997.3 ათასი დოლარი;

რაც შეეხება იმპორტს, 2025 წლის 11 თვეში საქართველომ პოლონეთიდან 267 624.4 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 286 488.6 ათასი დოლარის. შესაბამისად პოლონეთიდან იმპორტი 7%-ით არის შემცირებული.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო პოლონეთიდან ყიდულობს:

  • ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით - 15 735.3 ათასი დოლარი;
  • შაქარი - 15 502.9 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 10 602.6 ათასი დოლარი;
  • შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 10 325.7 ათასი დოლარი;
  • პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 9 746.5 ათასი დოლარი;

businessinsider.ge