2026 წელს მოტოროლას თავისი დასაკეცი ტელეფონი საფეხბურთო რეჟიმზე გადაჰყავს — ლას-ვეგასში, CES 2026-ზე, კომპანიამ ახალი FIFA World Cup 26 Edition Razr წარადგინა და ჩვენთვის კარგად ნაცნობი სმარტფონი ტურნირის შთაგონებით შექმნილი დიზაინის ელემენტებით შემოგვთავაზა. ასე კი მოტოროლა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ყურებად სპორტულ ღონისძიებაზე გამოჩნდა და მის ოფიციალურ პარტნიორად მოგვევლინა. 

ცვლილებები სმარტფონში ძირითადად ვიზუალსა და პროგრამულ უზრუნველყოფას ეხება და არა, მუშაობას. ეს კი მნიშვნელოვანი ამბავია იმის გათვალისწინებით, რომ წელს ჩემპიონატში 48 გუნდი იღებს მონაწილეობას. ყველაზე თვალშისაცემი ვიზუალური ცვლილებებია, კაშკაშა მწვანე ფერითა და ვეგანური ტყავის ელემენტებით, რომლებიც ფეხბურთის მოედანსა და თამაშის მოძრაობებს მოგვაგონებს.

ამასთან ერთად, Motorola-მ FIFA-ს თემატიკის ექსკლუზიური ფონები, ახალი მელოდია ზარისთვის და ბრენდირებული ნიშანი შემოგვთავაზა, რომლის დამატებაც ფოტოებზეა შესაძლებელი. 

FIFA-ს გამოცემის Razr-ში, სტანდარტული მოდელის მსგავსად, იგივე დასაკეცი ეკრანი, გარე ეკრანი და კამერის სისტემა გვხვდება, Motorola-ს moto AI ფუნქციებთან ერთად, რომლებიც ფოტოგრაფიის, მულტიტასკინგისა და ყოველდღიური გამოყენებისთვის არის შექმნილი. გამძლეობის კუთხით კი ტიტანით გამაგრებული საკინძი და IP48 კლასის დაცვა უცვლელია. ბატარეის მოცულობა და დამუხტვაც იგივეა, რაც ჩვეულებრივ Razr-ში გვხვდება.

 

გაყიდვები თებერვალში დაიწყება, სავარაუდო ფასი 699.99 დოლარიდან დაიწყება, რითაც სტანდარტული Razr-ის საფასო კატეგორიაში გვხვდება. 

www.marketer.ge