აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმები განახორციელა, – ამის შესახებ „ბიბისი” წერს.

აშშ-ის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ დღეს საღამოს სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე სამიზნეზე ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაცია სახელწოდებით „ჰოუკაის დარტყმა“ დონალდ ტრამპის მითითებით დაიწყო, როგორც პირდაპირი პასუხი „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ 2025 წლის 13 დეკემბერს სირიაში აშშ-ისა და სირიის ძალების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაზე, რომლის დროსაც ორი ამერიკელი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა.

„ჩვენი გზავნილი კვლავ ძლიერია: ჩვენს მებრძოლებს თუ დააზარალებთ, ჩვენ გიპოვით და მოგკლავთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში”, – აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

1tv.ge