როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" ევროპას რუსეთით, ჩინეთით და ირანით ანაცვლებს. ქვეყანაში ირანული კომპანიების რაოდენობა უპრეცედენტოდაა გაზრდილი, - მონაცემებს ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა" აქვეყნებს. როგორც ორგანიზაცია იუწყება, 2013-იდან 2024 წლის ჩათვლით "ოცნებამ" თეოკრატიულ რესპუბლიკასთან არა მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობები გააღრმავა, არამედ პოლიტიკურიც.
რას გამოიწვევს ირანთან საქართველოს გაზრდილი ეკონომიკა - სპეციალისტები რისკებზე საუბრობენ. ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ევროკავშირის ბაზარი საუკეთესი ბაზარია, თუმცა "ოცნებას" ქვეყანა სხვა, საფრთხის შემცველი მიმართულებით მიჰყავს. მისი განმარტებით, ევროპის ბაზარს ირანთან ურთიერთობების გაღრმავება ვერ დააბალნსებს.
ეკონომისტის თქმით, მთავარი რისკი, მაინც პოლიტიკურია, რომელიც საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკაზეც უარყოფითად აისახება.
"ყველაფრისთვის ევროპის კავშირის ბაზარი არის კარგი, მაგრამ პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი არალეგიტიმური ხელისუფლება აწარმოებს, სხვაგან მიდის ანუ „ოცნებას“ არ სჭირდება ევროპის კავშირი, ის ლანძღავს და აგინებს ელჩებს, ქვეყანა მიჰყავს იზოლაციისკენ. იზოლაციაში იგულისხმება დასავლეთისგან და პირველ რიგში, ევროოკავსირისგან იზოლაცია, რაც ეკონომიკისთვის, რა თქმა უნდა, კარგი ვერ იქნება. ირანთან გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთობები ამას ვერ დააბალანსებს, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ირანი სანქცირებულია და ა.შ., მაგის გარდაც ვერ დააბალანსებს. ანუ მთავარი რისკები ირანთან ურთიერთობაში არის პოლიტიკური რისკი, განსაკუთრებით ამერიკის და ასევე ევროპის კონტექსტში და ეს პოლიტიკური რისკები ეკონომიკაზე აისახება მერე. ჩვენ ისედაც რისკის ქვეშ ვართ, იმიტომ, რომ სულ არის საუბარი იმაზე, რო ჩვენ გამოყენებული ვართ რუსეთისთვის სასარგებლოდ სანქციების გვერდის ავლისთვის. ეს საფრთხეა საქართველოსთვის, იმიტომ, რომ საქართველოც შეიძლება, დასანქცირდეს," - ამბობს ეკონომისტი.
წყარო: tv pirveli