2025 წლის მესამე კვარტალის ბოლოსათვის საქართველოში Range Rover-ის მარკის ავტომობილების რაოდენობამ  8 383 ერთეული შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წლის ბოლოსთვის მათი რაოდენობა ქვეყანაში  7 567 ერთეული იყო.  Range Rover-ის მარკის ავტომობილების შედარებით დიდი რაოდენობა ფიქსირდება თბილისში.

Range Rover-ის მარკის ავტომობილების რაოდენობა რეგიონების მიხედვით:

  • ქ. თბილისი: 5 452
  • აჭარის არ: 592
  • ქვემო ქართლი: 534
  • იმერეთი: 528
  • კახეთი: 316
  • სამცხე-ჯავახეთი: 251
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი: 237
  • შიდა ქართლი: 225
  • მცხეთა-მთიანეთი: 136
  • გურია: 83
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: 29

Range Rover არის ბრიტანული პრემიუმ SUV (Sport Utility Vehicle), რომელიც მზადდება Land Rover–ის მიერ - ბრენდი, რომელიც მიეკუთვნება Jaguar Land Rover ჯგუფს. მისი შექმნის მიზანი იყო ავტომობილის გაერთიანება ისეთივე კომფორტული, როგორც სალონი ავტომობილი და ისეთივე გამძლე, როგორც კლასიკური ოფროუდი.

businessinsider.ge