ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში სტუმარმა ქუთაისის ტექნოჰაბი დაათვალიერა, რომელიც სამუზეუმო, საგანმანათლებლო, კვლევით და ბიზნეს მიმართულებებს აერთიანებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2027 წელს საქართველოში, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმი გაიმართება. ორგანიზაცია ასეთ ფორუმს პირველად ჩაატარებს, თემატურ კონფერენციებს კი ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი უმასპინძლებს.
დღესვე, მარიამ ქვრივიშვილი და შაიხა ნასერ ალ ნუვაისი საერთაშორისო ბაზრებზე გასული ქართული სტარტაპების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. შეხვედრაზე სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებასა და ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრეს.