საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უმსხვილესი ამერიკული ბანკის JP Morgan-ის საჯარო სექტორის მიმართულების გლობალურ ხელმძღვანელ მაშა გლუხოვსკისა და ევროპაში საჯარო სექტორთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელ ნიკოლას სტინბერგენს შეხვდა.
შეხვედრა თბილისში გამართული რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველების მრგვალი მაგიდის ღონისძიების ფარგლებში შედგა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და J.P. Morgan-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე ისაუბრეს რეგიონის მაკროეკონომიკურ გარემოსა და საფინანსო სექტორში მიმდინარე ტენდენციებზე.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის თანამშრომლობით გამართულ რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრას. ხაზი გაესვა ამ ფორმატის ღონისძიების მნიშვნელობას, რომელიც რეგიონში პირველად ჩატარდა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს გამოცდილების გაზიარებისა და საერთო პრიორიტეტებზე მსჯელობის შესაძლებლობა მისცა“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ნათია თურნავა J.P. Morgan-ის საჯარო სექტორის მიმართულების გლობალურ ხელმძღვანელს შეხვდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - „ხალხის ძალას” 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით 28 შემწირველმა 861,750 ლარი გადაურიცხა, მათ შორის 21 ისეთი პირია, ვინც მანამდე „ქართულ ოცნებას” 1,969,169 ლარი შესწირა, 3 კი დღემდე აგრძელებს ორივე პარტიის დაფინანსებას
ირაკლი კობახიძე - „ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული, ამ პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად კი რჩება საერთაშორისო მხარდაჭერა“
ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
რატომ დატოვა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა გოგი აბუაშვილმა?
ევროკავშირი - „მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“
1790068500
1790066980