დღეს, 17 თებერვალს, ოქროს ფასი უნციაზე 4,960 დოლარს ჩამოცდა. ზედიზედ მეორე სესიაა, რაც ძვირფასი ლითონი იაფდება.
ვერცხლის ფასი კი უკვე სამი კვირაა მცირდება. დღეს, ის 2%-ზე მეტით დაეცა და უნციაზე 75 დოლარს ჩამოსცდა.
როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ძვირფასი ლითონების გაიაფებას ძირითად ბაზრებზე ადგილობრივი სახალხო დღესასწაულების გამო სავაჭრო გარიგებების სიმცირე განაპირობებს. ორშაბათს აშშ-ში დასვენების დღის, ხოლო ჩინეთისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში ახალი წლის დღესასწაულის გამო ბაზრები დაკეტილი იყო.