ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2026 წლის 6 თვეში საქართველოდან ირანში ავტომობილების რეექსპორტმა მკვეთრად მოიმატა.

2026 წლის იანვარ-ივნისში ირანში საქართველოდან 5 086 ერთეული ავტომობილი გავიდა, მაშინ, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში რეექსპორტი მხოლოდ 5 მანქანას შეადგენდა, 14.647 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. შესაბამისად, გაყვანილი ავტომობილების რაოდენობა 1017-ჯერ არის გაზრდილი.

წელს, იანვარ-ივნისში ღირებულებით გამოსახულებაში ექსპორტი 630%-ით არის გაზრდილი და 106.855 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

ავტომობილები საექსპორტო ჩამონათვალში პირველს ადგილს იკავებს. ავტომობილების გარდა საქართველოდან ირანში გადის ფეროშენადნობები ($6.982 მლნ); ხე-ტყის მასალა $2.825; პლასტმასის პოლიმერები ($1.318 მლნ) და სიგარები, სიგარილები და სიგარეტები ($1.162 მლნ).

brg.ge