2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 20 535.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.2 პროცენტით მეტია. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.

აქედან, ექსპორტი 6 153.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 19.6 პროცენტით), ხოლო იმპორტი 14 382.0 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 5.3 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ- სექტემბერში 8 228.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1 პროცენტია. 

„2026 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 67.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (650.2 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (583.1 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (566.7 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 187.7 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (1 746.1 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 716.3 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 529.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 24.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 811.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 13.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 464.0 მლნ. აშშ დოლარით (7.5 პროცენტი)“, - ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.