დანიის ქალაქ ლიუნგბიში, რომელიც კოპენჰაგენის ჩრდილოეთით მდებარეობს, სუპერმარკეტის ღამის ცვლაში რამდენიმე უჩვეულო სტაჟიორი გამოჩნდა.
ჰუმანოიდი რობოტები მაღაზიების დახურვის შემდეგ თაროებს ავსებენ - ეს მრავალწლიანი ექსპერიმენტის ნაწილია, რომლის მიზანია რუტინული დავალებების რობოტებისთვის გადაცემა, რათა თანამშრომლებმა მეტი დრო დაუთმონ მომხმარებლების დახმარებას.
დანიური სტარტაპის, Hive Robots-ის თქმით, რობოტებს ხელებით, ფეხებითა და თითებით შეუძლიათ იმოძრაონ ადამიანებისთვის აშენებულ სივრცეებში ისე, რომ მაღაზიებს არ მოუწიოთ მათი განლაგების შეცვლა.
ამ ეტაპზე, ისინი სუპერმარკეტის თანამშრომლებზე უფრო ნელები არიან, თუმცა სტარტაპის თქმით, ხელოვნური ინტელექტის განვითარება ხელს შეუწყობს მათი სიჩქარისა და სიზუსტის გაუმჯობესებას.
ივნისში ტრენინგები დაიწყო Føtex-ის სასურსათო მაღაზიათა ქსელში, რომელიც ეკუთვნის უმსხვილეს დანიურ საცალო ვაჭრობის კომპანიას, Salling Group-ს, რომელიც 2100-ზე მეტ მაღაზიას მართავს დანიაში, გერმანიაში, პოლონეთში, ლატვიაში, ესტონეთსა და ლიეტუვაში.
Hive Robots-ი ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას და ავარჯიშებს მანქანებს, რომლებსაც ჩინური რობოტექნიკის კომპანია Unitree-ი აწარმოებს.
დანიური სტარტაპი იმედოვნებს, რომ 2027 წლის დასაწყისისთვის მათი რობოტები შეძლებენ, ღამის საათებში დამოუკიდებლად შეავსონ მაღაზიებში გარკვეული პროდუქციის მარაგი.