საქართველოს რამდენიმე ქალაქში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ბოლო მონაცემებით, დღეს, 18 ოქტომბერს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა შეინიშნება.

ამ დროისთვის, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი (air.gov.ge) ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატებას თბილისში, გარდაბანსა და რუსთავში აჩვენებს.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის იმ სადგურების ჩამონათვალს, სადაც 16:00 საათის მონაცემებით, ჰაერის ხარისხი "ცუდი" ან "ძალიან ცუდია".

  • თბილისი - აღმაშენებლის გამზ., №73ა (ცუდი);
  • თბილისი - წერეთლის გამზ., №105 (ცუდი);
  • რუსთავი - მეგობრობის გამზ., №35ა (ცუდი);
  • გარდაბანი - თაზაქენდი (ძალიან ცუდი).

bpn.ge