იანვარ-სექტემბერში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 60.3%-ით 3 მილიარდ 756 მილიონი დოლარამდე გაიზარდა.
საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 6 მილიარდ 153 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 19.6%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
ადგილობრივად წარმოებული საქონლის ექსპორტი წლის ამ პერიოდში ყველაზე მეტად სირიაში, ტოგოსა და ჩინეთში გაიზარდა. იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 62.8% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი, რუსეთი და თურქეთი.

9 თვეში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ამასთან აღნიშნულ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა სპილენძის მადნების ექსპორტი, შემცირდა ღვინის და სპირტიანი სასმელების ექსპორტი.
