უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქმედებები კიევის კაპიტულაციისკენ ზეწოლას წარმოადგენს.

ამის შესახებ ზელენსკიმ „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, არ სურს იფიქროს, ვაშინგტონს რუსეთთან ომის დასრულება უკრაინის ხარჯზე უნდა.

„მე მჯერა, მიღებულია ზომები უკრაინის კაპიტულაციაზე დასარწმუნებლად. მე არ ვამბობ, რომ ეს არის მიზანი, რომლისკენაც ჩვენი პარტნიორები ისწრაფვიან. არ მინდა, ვიფიქრო, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ფიქრობენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომის უფრო სწრაფად დასრულება შესაძლებელია უკრაინის ხარჯზე, მაგრამ ზუსტად ასე ჩანს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინას სახიფათო დღეები ელოდება.

„ახლა სახიფათო დღეები გველოდება. ჩემი ბოლო წინადადება ასეთი იყო: ჩვენ არ დავბომბავთ რუსულ დიზელის საწვავს და თქვენ მოგვაწოდეთ „პატრიოტის“ რაკეტები ჩვენი ობიექტების დასაცავად. მაგრამ მათ უბრალოდ სურთ, რომ შევწყვიტოთ დიზელის საწვავის ობიექტებზე თავდასხმა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

1tv.ge