2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $5.62 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.2 პროცენტით მეტია. 

„საქსტატის“ ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 1.4 მლრდ დოლარი იყო (გაიზარდა 5.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4.2 მლრდ დოლარი (გაიზარდა 20.1 პროცენტით).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-მარტში 2.8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50.1 პროცენტია.