2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 439.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტით მეტია.

ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

აქედან, ექსპორტი 3 107.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 19.8 პროცენტით), ხოლო იმპორტი 7 331.9 მლნ. აშშ დოლარს (შემცირდა 1.9 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ- მაისში 4 224.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტია.

2026 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 70.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (355.2 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (327.5 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (269.3 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 162.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (983.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (849.7 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.5 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 387.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 232.1 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 177.2 მლნ. აშშ დოლარი).