საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბერში საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა 39.0%-მდე დაჩქარდა და 681.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. წინა თვეში საქონლის ექსპორტის წლიური 17.0%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, ოქტომბერში იმპორტი 1.4 მლრდ აშშ დოლარამდე, წლიურად 5.8%-ით გაიზარდა. წინა თვეში კი წლიური იმპორტის 0.3%-იანი კლება დაფიქსირდა. შედეგად, ოქტომბერში სავაჭრო დეფიციტი 758.8 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც წლიურად 12.8%-ით შემცირებას გულისხმობს.


2024 წლის ოქტომბერში მანქანები (+21.3% წ/წ), ფეროშენადნობები (+25.9x წ/წ), სპირტი (+40.8% წ/წ), ძვირფასი ლითონები (+19.7x წ/წ) და ღვინო (-5.2% წ/წ) იყო ტოპ 5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 9.7% ევროკავშირზე მოდიოდა (+41.3% წ/წ), 62.8% დსთ-ზე (+19.2% წ/წ) და 27.4% სხვა ქვეყნებზე (+122.2% წ/წ).

2024 წლის ოქტომბერში ტოპ 5 იმპორტი იყო მანქანები (-11.1% წ/წ), ნავთობი (-3.6% წ/წ), მედიკამენტები (-5.4% წ/წ), ტელეფონები (+7.0% წ/წ) და გაზი (-6.1% წ/წ).

ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 3.1%-ით გაიზარდა და 8.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 7.4%-ით გაიზარდა 5.5 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 4.8%-ით გაიზარდა და 13.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.