პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი პაატა კვიჟინაძეს ჩააბარეს. კვიჟინაძე საკანონმდებლო ორგანოში მეოთხე მოწვევის დეპუტატია.

მე-8 მოწვევის პარლამენტში ის ,,ქართული ოცნების“ პარტიული სიით მოხვდა. ის 2012-2016 წლებში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.

2016-2020 წლებში, მე-9 მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატი გახდა N53 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. პაატა კვიჟინაძე მე-9 მოწვევის პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.

მე-10 მოწვევის პარლამენტშიც პაატა კვიჟინაძე ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი გახლდათ №20 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. ის ჯერ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო, შემდეგ კი ამავე კომიტეტის თავმჯდომარე.

პაატა კვიჟინაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის ეკონომიკის ფაკულტეტი 1987 წელს.