ბიზნესიდან პოლიტიკაში წასული შოთა ბერეკაშვილი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე აირჩიეს.
შოთა ბერეკაშვილი 2012-2024 წლებში კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენში“ მუშაობდა და იყო მისი თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. ,,ბიქეი ქონსთრაქშენი'' არის ბიქეი ჰოლდინგში შემავალი, 30-წლიანი გამოცდილების მქონე, სამშენებლო კომპანია საქართველოში.
2021-2024 წლებში შოთა ბერეკაშვილი საქმიანობდა კომპანია „ბიქეი ჰოლდინგში“. ის კომპანიის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. ის აერთიანებს სამშენებლო კომპანიებს: „ბი-ქეი ქონსთრაქშენი“, დეველოპერულ კომპანია: „თეთრი კვადრატი“ და სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2.“
2024 წლის 10 სექტემბერს, შოთა ბერეკაშვილი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ოცეულში წარადგინა, მე-16 ნომრად.