ფინური ავიაკომპანია Finnair-ის პილოტებმა დეკემბერში ორდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს, რაც 300-მდე ფრენის გაუქმებას გამოიწვევს. ამის შესახებ AFP იტყობინება, წერს „ევროპეისკაია პრავდა“

პილოტთა კავშირი დაახლოებით სამი თვის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებას კოლექტიური ხელშეკრულების პირობების შეცვლაზე და „ჩიხში შესვლის“ გამო გაფიცვა გადაწყვიტა.

გაფიცვა 9 და 13 დეკემბერს იგეგმება. ამის გამო 300-მდე რეისი გაუქმდება, რაც 33 ათასი მგზავრის ბილეთებს შეეხება. Finnair-მა სინანული გამოთქვა პილოტების გაფიცვის გადაწყვეტილების გამო და აღნიშნა, რომ ამან შეიძლება გააფუჭოს ათასობით ადამიანის წინასაშობაო გეგმები.

ავიაკომპანიამ გააფრთხილა, რომ გაფიცვამ შეიძლება გავლენა იქონიოს არა მხოლოდ გაფიცვის დღეებში ფრენებზე, არამედ ზოგიერთ ფრენებზეც გაფიცვის წინა და შემდეგ დღეებში.