შაბათს ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ბარსელონას ქუჩებში და ქალაქის პოპულარულ ტურისტულ ცენტრში ბინის ქირის გაძვირება გააპროტესტა – ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.

აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს მოძრაობა ქალაქის მთავარ გამზირებზე – მათ ეჭირათ წარწერები: „ნაკლები ბინა ინვესტორებისთვის, მეტი მცხოვრებლებისთვის“ და „საცხოვრებლის გარეშე ადამიანები იცავენ თავიანთ უფლებებს“. ისინი ითხოვდნენ ქირის მინიმუმ ნახევრამდე შემცირებას.