2026 წლის 1 ნოემბერს, თბილისში, კახეთის გზატკეცილის №45ა-ში, „ჩოჩელი ინვესტმენტ ჯგუფში“ შემავალი კომპანია GEELY Centre Georgia ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიას Geely-ს ოფიციალური წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
ახალი ცენტრის გახსნა საქართველოში ბრენდის განვითარებისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის გაღრმავებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. GEELY Centre Georgia ერთ სივრცეში თავს მოუყრის ბრენდის უახლესი მოდელის ავტომობილებს და მომხმარებლებს მათ ადგილზე გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.
ასევე, ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ცენტრი, დეტალურად გასცნობოდნენ წარმოდგენილ მოდელებს და შეხვედროდნენ როგორც კომპანიის გუნდს, ისე Geely-ს საერთაშორისო წარმომადგენლებს.
GEELY Centre Georgia-ს გახსნა „ჩოჩელი ინვესტმენტ ჯგუფის“ საავტომობილო მიმართულების მასშტაბურ განვითარებას უკავშირდება და ქართულ ბაზარზე ბრენდის პოზიციების განმტკიცებისა და შემდგომი ზრდისთვის სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის.