სადაზღვევო კომპანია ალდაგში, სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებისთვის საჩუქრები გრძელდება. მომხმარებლები, რომლებიც სამოგზაურო დაზღვევას, onlinetravel.aldagi.ge-ზე შეიძენენ, ავტომატურად ჩაერთვებიან ალდაგის გათამაშებაში და შესაძლებლობა ექნებათ მოიგონ პარიზის ორკაციანი საგზური. საგზური ფარავს როგორც ფრენის, ასევე სასტუმროში განთავსების ხარჯებს. გათამაშებაში ჩართვა შესაძლებელია 21 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით.
„ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებლებს დაზღვევის საუკეთესო პირობებთან ერთად, ხელშესახები სარგებელი შევთავაზოთ. მიმდინარე კამპანიის ფარგლებში, მასშტაბური შეთავაზებით დავბრუნდით. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს პარიზის ორკაციანი საგზურის მოგების განსაკუთრებულ შესაძლებლობას ვაძლევთ, რაც ამ სეზონზე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევის მთავარი და ყველაზე ღირებული ბენეფიტია. გათამაშებაში ავტომატურად ერთვება ნებისმიერი პირი, რომელიც კამპანიის ფარგლებში, სამოგზაურო დაზღვევას, ონლაინ, ალდაგის ვებგვერდიდან შეიძენს,“ - აცხადებენ ალდაგში.
ალდაგი სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებს უკვე სთავაზობს როუმინგოს 1 GB ინტერნეტსა და 20%-იან ფასდაკლებას ნებისმიერ პაკეტზე, ასევე სპეციალურ ფასს Sixt-ის ავტომობილის დაქირავების სერვისზე, მსოფლიოს მასშტაბით.