ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს

მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 2.84%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 54.40 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.67 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. 

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 2.33%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 44.00 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.43 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. 

"საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციები გაზრდილია 3.46%-ით. შედეგად, ერთი აქციის ფასი 14.94 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 696.23 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. 

რაც შეეხება ბოლო 6 თვის მაჩვენებლებს, ბოლო 6 თვეში "საქართველოს ბანკის ჯგუფის"  აქციების ფასი 34.16%-ით გაიზარდა, ხოლო "თიბისიბანკის ჯგუფის" აქციების ფასის ზრდა 54.93%-იანია, დროის ამავე მონაკვეთში "საქართველოს კაპიტალის" აქციების ფასი 54.50%-ითაა გაზრდილი.

წყარო: Galt & Taggart