გასული სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟისთვის უკიდურესად არასახარბიელო იყო. Dow Jones-ის, Nasdaq-ის და S&P500-ის ინდექსების ღირებულება თითქმის 4%-ით შემცირდა.
ევროკავშირის მასშტაბითაც ვითარება ანალოგიური იყო, რადგან STOXX 600-ის ფლაგმანური ინდექსი, რომელიც უმსხვილეს ევროპულ კომპანიებს აერთიანებს, 1%-ით დაეცა.
ნეგატიური შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225 ინდექსს, რომელიც ერთ კვირაში 3.5%-ით შემცირდა.
რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 73 დოლარის ფარგლებშია, WTI კი დაახლოებით 69 დოლარად ივაჭრება, რაც ერთ კვირაში 2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 66 დოლარის ფარგლებშია, ერთ კვირაში კორექცია 6%-ია.
ბუნებრივი აირის შემთხვევაში, ევროკავშირის მასშტაბით მეგავატი/საათი ენერგიის ფასი 46 ევროს ფარგლებში მერყეობს, რაც 10%-იან ვარდნას წარმოადგენს.
ბოლოს კი ოქროზეც უნდა ვისაუბროთ, რომლის ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 2.5%-ით შემცირდა და უნცია მეტალის ფასმა 2,860 დოლარი შეადგინა.