საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა პირველი მოსმენით განიხილეს.
სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი წარადგინა. ცვლილებების თანახმად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ახალი კატეგორიის ნებართვები შემოდის, რის შედეგადაც, საქართველოში ნებართვის მაძიებელთა რიცხვი გაიზრდება და ამასთან, საქართველოს მოქალაქეები დაცულნი იქნებიან დამატებითი მავნე ზეგავლენისგან.
საკანონმდებლო ინიციატივით, საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელების მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებში მონაწილეობის მიღების უფლება მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს/მოქალაქეობის არმქონე პირებს ექნებათ.