ქართულმა მობილურმა ოპერატორმა სელფი მობაილმა, დღეს განაცხადა Vodafone Group-თან პარტნიორობის გაფორმების თაობაზე. Vodafone ევროპისა და აფრიკის წამყვანი ტელკო ოპერატორია, რომელიც მობილურ და ფიქსირებულ მომსახურებას უწევს ჯამში 300 მლნ ადამიანზე მეტს.
პარტნიორობის გამოცხადებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას ესწრებოდა დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში: „მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 20-30 წლის განმავლობაში, ტელეკომ სექტორმა ითამაშა უდიდესი როლი ბრიტანეტის ეკონომიკურ ზრდაში. ტელკომუნიკაციის ინდუსტრია გახლავთ საყრდენი ახალი ბიზნესებისთვის, ინოვაციური მიმართულებისთვის და სხვა სფეროების განვითარებისთვის. ბრიტანეთში ბევრმა კომპანიამ დიდი წვლილი შეიტანა ინოვაციების ზრდაში ტელეკომ სექტორში.
ვოდაფონი გახლავთ წამყვანი ბრიტანული კომპანია ხალხის დაკავშირებისთვის, ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას ინოვაციის დანერგვისთვის და ასევე ხელს უწყობს მდგრადობას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში კონკურენტული და რეგულირებული ტელეკომ სექტორის განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ ზრდას.
მოხარულები ვართ, რომ სელფი მობაილი წარმატებით ახორციელებს პროცესებს, რომ ბაზარზე გახდეს ერთერთი მოწინავე კომპანია. გვიხარია, რომ სელფი მობაილი აქტიურად მუშაობს, რომ მომხმარებლებს შესთავაზოს უკეთესი მომსახურება და დანერგოს ინოვაცია ვოდაფონთან მჭიდრო პარტნიორობით.
დღეს, ჩემთვის საკვანძო სიტყვებია ინოვაცია და დინამიურობა და ეს პარტნიორობა სელფის აძლევს შესაძლებლობას, გახდეს უფრო დინამიური და მიიღოს უპირატესობა გლობალური კომპანიის გამოცდილების გაზიარებით. ნამდვილად საზეიმოა ეს პარტნიორობა საქართველოსთვის და ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის,“ განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, გარეთ უორდმა.