საფრანგეთში 2024 წლისთვის 211 ღვინის ქარხანამ გაკოტრება გამოაცხადა, რაც 75-ით მეტია 2023 წელთან შედარებით - ამის შესახებ Vitisphere-თან ინტერვიუში ბიზნეს ანალიტიკის კომპანია Altares Dun & Bradstreet-ის კვლევის დირექტორმა ტიერი მილონმა ისაუბრა.

2024 წლის ნოემბრის დასაწყისში საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ იწინასწარმეტყველა, რომ წლის ბოლომდე ქვეყანაში ღვინის წარმოება 23%-ით შემცირდებოდა. უწყებამ ეს დაუკავშირა ამინდის ცუდ პირობებს, რამაც გამოიწვია ყურძნის ოდენობის შემცირება.

rbc