ამერიკული სატელევიზიო კომპანია CNN გეგმავს ასობით თანამშრომლის გათავისუფლებას განვითარების სტრატეგიის ცვლილების ფონზე, რომელიც აქცენტს აკეთებს საერთაშორისო ციფრულ აუდიტორიაზე, იუწყება CNBC ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

მათი თქმით, თანამდებობიდან გათავისუფლება ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეეხოს CNN-ის ყველაზე ცნობილ წამყვანებს.

CNN, რომელიც ეკუთვნის Warner Bros. Discovery–ს, ასევე გეგმავს გარკვეული პროგრამების გადატანას ვაშინგტონიდან და ნიუ-იორკიდან ატლანტაში ხარჯების შესამცირებლად, აცხადებენ წყაროები.

CNN-ს ამჟამად დაახლოებით 3500 თანამშრომელი ჰყავს.

interfax