სათბურის გაზების ემისიები ტურიზმის ინდუსტრიიდან ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს. ამ დასკვნამდე მივიდნენ ქუინსლენდის უნივერსიტეტის (UQ) მიერ ჩატარებული კვლევის ავტორები, რომლებმაც გააანალიზეს როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა მოგზაურობა 175 ქვეყანაში.

ამრიგად, 2009-დან 2019 წლამდე, მკვეთრად გაიზარდა ინდუსტრიის ნახშირბადის კვალი, საუბარია 3.7-დან 5.2 გტ-მდე (გიგატონამდე). ამ ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა საავიაციო სექტორმა, სამომხმარებლო სერვისებმა და მოგზაურთა პერსონალურმა საავტომობილო ტრანსპორტმა.

ტურიზმიდან CO2 ემისიები ​ამჟამად გლობალური ემისიების 9%-ს შეადგენს, რაც მიმდინარე კლიმატის კრიზისის ფონზ გარემოსდამცველებს შორის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

„გლობალური ტურისტული ინდუსტრიის გადაუდებელი ქმედებების გარეშე, ჩვენ ველოდებით, რომ ემისიები ყოველწლიურად 3-4%-ით გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გაორმაგდება ყოველ 20 წელიწადში“, – ამბობს ია-იენ სუნი, ასოცირებული პროფესორი UQ ბიზნეს სკოლაში.

ექსპერტის აზრით, მოგზაურობაზე მოთხოვნის ზრდა საფრთხეს უქმნის გლობალური კლიმატის მიზნებს, მათ შორის პარიზის შეთანხმებაში გათვალისწინებულ ნორმებს, რომელიც ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებას წელიწადში 10%-ზე მეტით ითვალისწინებს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ტურისტული ინდუსტრიის CO2-ის ზრდის ტემპმა მიაღწია 3,5%-ს წელიწადში, რაც ბევრად აღემატება გლობალური ემისიების მაჩვენებელს 1,5%. ექსპერტები ამ დინამიკის მთავარ ფაქტორებს ტექნოლოგიურ პროგრესს და ტურისტულ სერვისებზე მოთხოვნის სწრაფ ზრდას უკავშირებენ.

წყარო: ავიანიუსი