ევროკავშირის მეღვინეები ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო დავაში ღვინის სექტორის ჩართვის წინააღმდეგ გამოვიდნენ, იუწყება WineNews.

აშშ-ს მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-მდე ახალი ტარიფების შემოღების შემდეგ, ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს. ევროპის ღვინის ინდუსტრიის კომიტეტი (Ceev, ან Comite Europeen des Entreprises Vins) აფრთხილებს, რომ ამერიკულ ღვინოებზე გადასახადების გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს აშშ-ის სარკისებური პასუხი ევროპული ღვინის წინააღმდეგ.

დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ევროპის მთავარი პარტნიორია ღვინის მიწოდებაში. Istat-ისა და Fevs-ის მონაცემებით, 2024 წელს მხოლოდ იტალიამ და საფრანგეთმა აშშ-ში 6 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ღვინო და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი მოახდინეს.

rbc