დონალდ ტრამპი 500 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტს იწყებს - გეგმა, სახელწოდებით Stargate, მიზნად ისახავს მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური გიგანტების შეკრებას კიბოს განკურნების მიზნით.
AI ინდუსტრიის ლიდერებთან OpenAI-სთან, SoftBank-თან და Oracle-თან ერთად დაწყებული პროექტი მიზნად ისახავს "უზრუნველყოს ამერიკული ტექნოლოგიების მომავალი“. პრეზიდენტის თქმით, დაფინანსებამ შესაძლოა 500 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. მისი ახალი ადმინისტრაცია პირობას დებს, რომ გააუქმებს ბაიდენის პოლიტიკას, რომელიც "აწესებს რადიკალურ მემარცხენე იდეებს ამ ტექნოლოგიის განვითარებაზე".
"თქვენს გარეშე ამას ვერ შევძლებდით" - უთხრა ტექნიკური ფირმის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ალტმანმა ტრამპს. ალტმენი თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტის წყალობით შესაძლებელია "დაავადებების სწრაფი ტემპით განკურნება“.
Oracle-ის აღმასრულებელი დირექტორი ლარი ელისონი ახალ პროექტს მხარს უჭერს.
SoftBank-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მასაიოში სონმა თქვა, რომ ეს იყო "ამერიკის ოქროს ხანის დასაწყისი". მისი თქმით, "ხელოვნური ინტელექტი მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომელთა გადაჭრაზეც კაცობრიობას არ უფიქრია".
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა გააუქმა ბაიდენის რამდენიმე დირექტივა, რომელიც მიზნად ისახავდა ხელოვნური ინტელექტის შეზღუდვას მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგიით გამოწვეული რისკების გამო.
2023 წლის ერთ-ერთი ასეთი ბრძანება ავალდებულებდა ხელოვნური ინტელექტის ფირმებს გაეზიარებინათ უსაფრთხოების მონაცემები აშშ-ს მთავრობასთან.
2024 წლის რესპუბლიკური პარტიის დაპირებაში ეწერა: "ჩვენ გავაუქმებთ ჯო ბაიდენის სახიფათო აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აფერხებს ხელოვნურ ინოვაციას და აწესებს რადიკალურ მემარცხენე იდეებს ამ ტექნოლოგიის განვითარებაზე."