ბარსელონას მეტრომ (ესპანეთი) დაიწყო მატარებლების დამუხრუჭების დროს გამოთავისუფლებული ენერგიის გამოყენება ელექტრო მანქანების დასატენად – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
სისტემა მუშაობს შემდეგნაირად: როდესაც მატარებელი ამუხრუჭებს პლატფორმაზე, მისი მოძრაობის ენერგია ელექტროენერგიაში გარდაიქმნება ძრავის წყალობით, რომელიც მუშაობს გენერატორის რეჟიმში.
გამომუშავებული ენერგიის ნაწილი გამოიყენება მატარებლებისა და მეტროსადგურების შემდგომი ფუნქციონირებისთვის, ხოლო მეორე ნაწილი ზედაპირზე გადადის კაბელების საშუალებით, სადაც გამოიყენება ელექტრო მანქანების დამტენ სადგურებზე.
პროექტში ამჟამად 16 მეტროსადგური მონაწილეობს.