„კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას wake up marketing-ის დირექტორმა ლევან კვესოშვილმა საქართველოში არსებული მარკეტინგული კომპანიების განვითარების დინამიკა შეაფასა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე კომპანიების რაოდენობა იზრდება, მარკეტინგული მომსახურების ხარისხი დაბალია, რაც სფეროს ზიანს აყენებს.

„დღეს მარკეტინგულ სფეროში უამრავი კომპანიაა, ასევე ვხვდებით ძალიან ბევრ კონტენტ კრეატორსაც. აქედან გამომდინარე, იმის გარჩევა თუ რომელი კომპანიაა ძლიერი, ან რომელი სუსტი, საკმაოდ რთული ხდება.  დღესდღეობით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა მარკეტინგის ხარისხი, ვგულისხმობ იმას, რომ ხშირად მომხმარებელი ბიზნესი ამ მარკეტინგული აქტივობებით შედეგებზე ვერ გადის. ამის გამო მარკეტინგულ კომპანიებს უფუჭდებათ სახელი, რადგან ბევრი არაპროფესიონალია ბაზარზე.

ბიზნესისთვის ასევე პრობლემაა, რომ მარკეტინგული კომპანიები მათ ვერ ეუბნებიან ამა თუ იმ აქტივობით რა კონკრეტულ შედეგებზე გავლენ.

ამ ყველაფრიდან გამოსავალი ვფიქრობ არის ის, რომ ბიზნესმა, რომელსაც სურს მარკეტინგული სერვისი, დეტალურად შეისწავლოს ამა თუ იმ მარკეტინგული კომპანიის პორტფოლიო, წარსული გამოცდილებები და წარსული შედეგები“, - აცხადებს ლევან კვესოშვილი.