საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, 24 კომპანიაში განხორციელდა 61 საინსპექციო კონტროლი, რაც სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშების ლოტებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებული 177 ნიმუშიდანდარღვევა აღმოჩნდა 3 კომპანიის 8 ნიმუშში.
ერთ კომპანიაში განხორციელდა 4 სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას ისახავს მიზნად. 4 ნიმუშიდან დარღვევა არც ერთ ნიმუშში აღმოჩნდა.
შიდა ბაზრის კონტროლის ფარგლებში, შემოწმდა 23 ობიექტი, 16 კომპანიის 34 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 10 კომპანიის 14 ნიმუშში.
გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „Bureau Veritas“ და „SGS“-ის მიერ ინსპექტირება განხორციელდა 45 კომპანიაში, აღებული 127 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 3 კომპანიის 3 ნიმუშში.
ალკოჰოლიანი სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 68 დეგუსტაცია ჩატარდა. სულ სადეგუსტაციოდ წარდგენილი იყო 3301 ნიმუში, საიდანაც ტესტირება ვერ გაიარა 121-მა, დადებითად შეფასდა 3180.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, რაც ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის ეფექტიანობაზე მიუთითებს.
"ხარისხის კონტროლი ღვინის 86 კომპანიაში განხორციელდა" - მიმდინარე წლის II კვარტალი
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ჟენევაში გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდა
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რა წერია რეზოლუციის პროექტში საქართველოზე, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა მიიღოს?
ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში ურთიერთკავშირის გაძლიერებაზე მუშაობს - მარტა კოსი ირწმუნება, რომ ეს ევროპა-აზიის სავაჭრო და ენერგომარშრუტების დივერსიფიკაციას გაზრდის
სომხეთის პარლამენტმა საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებსა და რეფერენდუმებში ხმის მიცემის უფლება შეუზღუდა