ლოგოს დაკარგვის შემდეგ Jaguar გენერალური დირექტორის კარგავს. ადრიან მარტელი, რომელიც Jaguar Land Rover-ს წარმოების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სადავო რებრენდინგის დროს ხელმძღვანელობდა, თანამდებობას ტოვებს. გენერალურმა დირექტორმა კომპანიიდან წასვლის გადაწყვეტილება მარცხის ფონზე საკუთარი სურვილით მიიღო. ადრიან მარტელი წასვლა კომპანიისთვის კრიტიკულ მომენტს დაემთხვა. წარუმატებელი რებრენდინგის შემდგომ კომპანიისთვის კვარტალი დანაკლისებით დაიწყო.

 

Jaguar Land Rover-ში განაცხადეს, რომ ადრიან მარტელმა სამწლიანი ხელმძღვანელობისა და კომპანიაში 35 წლიანი მუშაობის შემდეგ „გამოთქვა სურვილი, დაეტოვებინა თანამდებობა“. მიუხედავად ამ გამოკვეთილად რბილი ფორმულირებისა, მისი გათავისუფლების კონტექსტი საკმაოდ მკაცრია: სკანდალური რებრენდინგი Jaguar-ში, გაყიდვების მკვეთრი - თითქმის 98%-იანი ვარდნით დასრულდა. გასული წლის სარეკლამო კამპანიამ საზოგადოების ძლიერი უკმაყოფილება გამოიწვია.

2024 წლის ნოემბერში Jaguar-მა დაიწყო სარეკლამო კამპანია სლოგანებით — „არავინ არ დააკოპირო“ და „იცხოვრე მკვეთრად“. კამპანიაში ფერად ტანსაცმლიანი მოდელი ბრენდის ახალი ხედვის პოპულარიზაციას ცდილობდა. თუმცა მთავარი გმირი თავად ავტომობილი სარეკლამო რგოლში საერთოდ არ ჩანდა. არ გამოჩნდა ლეგენდარული მხტომელი კატაც, რომელიც ათწლეულების განმავლობაში Jaguar-ის სიმბოლო იყო. Jaguar-მა 2025 წელს ოფიციალურად შეწყვიტა ბენზინზე მომუშავე მოდელების წარმოება. კომპანიამ განაცხადა, რომ იწყებდა სრულად ელექტრული ავტომობილების ხაზის გამოშვებას და ამ მიმართულებით მუშაობდა. ელექტრომობილის საწყისი ფასი 100,000 ფუნტს შეადგენს. თუმცა, მთავარი მოდელი — ოთხკარიანი GT — ჯერ კიდევ არ იყიდება. გაყიდვების დაწყების თარიღად 2025 წლის ბოლო მოიაზრება.

New York Post-ის ინფორმაციით, 2025 წლის აპრილში გასული წლის იმავე თვესთან შედარებით Jaguar-ის გაყიდვები ევროპაში 97.5%-ით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში კომპანიამ მხოლოდ 49 ავტომობილი გაყიდა, მაშინ როცა 2024 წლის აპრილში გაყიდვები 1961 ერთეულს შეადგენდა. ევროკავშირის ავტომწარმოებლების ასოციაციის მონაცემებით, იანვრიდან აპრილამდე პერიოდში მთელ კონტინენტზე ჯამში, მხოლოდ 2665 ავტომობილი გაიყიდა.

Jaguar-ის ახალი სტრატეგიის ფონზე, მთლიანად უარი თქვა ძველ მოდელებზე. Bloomberg-ის ინფორმაციით, ბრენდი ფაქტობრივად „გაშეშდა“, რაც იმას ნიშნავს, რომ არც აწარმოებს და არც აწვდიდა ახალ ავტომობილებს.

კომპანია იუწყება გაყიდვების 15%-იან  ვარდნაზე კვარტალში. მიზეზი მხოლოდ ძველი მოდელების ამოღება არ არის. ძირითადი პრობლემაა „გარდამავალი პაუზა“ ძველსა და ახალ ეპოქას შორის. დაპირებული ელექტრომობილები კი ჯერ უბრალოდ არ არსებობს.

Jaguar სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ წლიურად 180,000 ავტომობილს ყიდდა, დღეს კი გაყიდვების მაჩვენებელი 30,000-ზე ნაკლებია. რებრენდინგს ბრენდისთვის გლობალური მოთამაშის ფუნქცია უნდა დაებრუნებინა, თუმცა საბოლოოდ მან სრულიად გააქრო Jaguar-ის ადგილი ბაზარზე: აღარ არსებობს ძველი ლოგო, მოდელების ნაწილი გაუქმებულია და გაყიდვები ფაქტობრივად შეწყვეტილია.

კომპანიის სტრატეგია შეექმნა ულტრა-პრემიუმ ელექტრობრენდი ალბათ გაამართლებდა უფრო ადრე, თუმცა 2025 წელს ბაზარი უკვე გადატვირთულია კონკურენტებით: ჩინური Zeekr და Nio, ასევე Porsche Taycan და Lucid Air.