ირანმა 18 მსხვილი ამერიკული კომპანია, როგორიცაა Apple, Google, Meta და Microsoft, გააფრთხილა, რომ თავდასხმის სამიზნე გახდება,- ამის შესახებ  ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაშია ნათქვამი.

ირანელი სამხედროების მტკიცებით, ისინი ირანში აშშ-ისრაელის ოპერაციებს ჯაშუშური მომსახურების გაწევით ეხმარებიან. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიები ირანის საპასუხო დარტყმებს უნდა ელოდონ 1 აპრილს, ირანის დროით 20:00 საათიდან.

IRGC-ის მიერ გამოქვეყნებულ სიაში მოხვდნენ, აპარატურის მსხვილი მომწოდებლები: HP, Intel, IBM და Cisco. ასევე, სხვა მსხვილ კომპანიებს შორის დასახელებულია: Tesla, Nvidia, Oracle, JP Morgan და Boeing.

"ამ ტერორისტული ოპერაციის საპასუხოდ, ამიერიდან ტერორისტულ საქმიანობაში ჩართული ძირითადი ინსტიტუტები ლეგიტიმურ სამიზნეებად ჩაითვლება. ჩვენ ვურჩევთ ამ დაწესებულებების თანამშრომლებს, დაუყოვნებლივ დატოვონ სამუშაო ადგილები საკუთარი სიცოცხლის დასაცავად. ასევე, მოვუწოდებთ რეგიონის ყველა ქვეყანაში ამ ტერორისტული კომპანიების ერთკილომეტრიან რადიუსში მცხოვრებ მოსახლეობას უსაფრთხო ადგილებში გადავიდნენ“,- ნათქვამია IRGC-ის განცხადებაში.