საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქოდა და მხარეებმა „პარტნიორობის გადატვირთვისა“ და კავკასიის რეგიონში საქართველოს როლის შესახებ ისაუბრეს.
„სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის, როლის გაძლიერების მნიშვნელობა. ერთგული ვართ საქართველო-აშშ-ის კავშირების განმტკიცების, რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ“,- წერს ირაკლი კობახიძე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.
დეპარტამენტის ცნობით, „სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მათ განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროები, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“.