წელს, იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია უსაფრთხოების მიზნით დახურულ კარს მიღმა, მომლოცველების გარეშე გაიმართება.
ამის შესახებ იტყობინება RBC-Ukraine ისრაელის პოლიციის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით.
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებსა და იერუსალიმის ლათინ პატრიარქს, პიერბატისტა პიცაბალას შეხვედრის შემდეგ.
„შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ ამჟამინდელი პირობები მასობრივი შეკრებების საშუალებას არ იძლევა“, - ნათქვამია ისრაელის პოლიციის განცხადებაში.