საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) ხელმძღვანელი ვილი უოლში თანამდებობას ტოვებს, რათა ინდოეთის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი გახდეს – ამის შესახებ ინდუსტრიული გამოცემა Aviation Week იტყობინება.

ავიაკომპანია IndiGo-ს მმართველმა კომპანიამ InterGlobe Aviation–მა, განაცხადა, რომ უოლში თანამდებობას აგვისტოს დასაწყისში დაიკავებს, ყველა საჭირო მარეგულირებელი ორგანოს თანხმობის მიღების შემდეგ. მისი უფლებამოსილების ვადა IATA-ში 2026 წლის 31 ივლისს იწურება.

64 წლის უოლში IATA-ს ხელმძღვანელად 2020 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე, 2011 წლიდან 2020 წლამდე, იგი საერთაშორისო ჰოლდინგ კომპანია International Airlines Group-ს (IAG) ხელმძღვანელობდა.

ვრცლად liga.net – ზე