2026 წელი Hyundai-სთვის სერიოზული გამოწვევებით დაიწყო. წლის მხოლოდ პირველ თვეებში კომპანიამ აშშ-ში უკვე 1.1 მილიონზე მეტი ავტომობილი უკან გაიწვია სხვადასხვა უსაფრთხოების პრობლემის გამო. მონაცემები აჩვენებს, რომ Hyundai-სთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე recall-წელია ბოლო პერიოდში.

ყველაზე მასშტაბური გაწვევა შეეხო Palisade მოდელს — დაახლოებით 568,000 SUV გამოიძახეს გვერდითი უსაფრთხოების აირბაგების შესაძლო გაუმართაობის გამო. გარდა ამისა, ახალი 2026 Palisade-ის გაყიდვებიც დროებით შეჩერდა ელექტრო სავარძლების სისტემასთან დაკავშირებული ფატალური შემთხვევის შემდეგ.

სხვა პრობლემებს შორის ფიქსირდება: უსაფრთხოების ღვედის სამაგრები, ინსტრუმენტების პანელის ეკრანის გათიშვა, მაღალი ძაბვის ბატარეის შესაძლო რისკი და საჭის მართვის კომპონენტების დეფექტები. ეს ნიშნავს, რომ პრობლემა ერთ კონკრეტულ მოდელს აღარ ეხება.

მიუხედავად იმისა, რომ recalls ხშირია ავტოინდუსტრიაში, ასეთი მასშტაბი ბრენდზე ზეწოლას ქმნის — განსაკუთრებით მაშინ, როცა Hyundai ბოლო წლებში ხარისხისა და ტექნოლოგიების ლიდერად პოზიციონირდებოდა.

საკვანძო კითხვა ახლა ასეთია: შეძლებს Hyundai მომხმარებლის ნდობის სწრაფად აღდგენას, თუ 2026 წელი კომპანიისთვის რეპუტაციულ დარტყმად დარჩება?

ავტორი მიერ დამუშავებული წყაროები: