გრანთ თორნთონთონი, საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია საქართველოს ბაზარზე უკვე 20 წელია ოპერირებს და აერთიანებს 100-ზე მეტ თანამშრომელს. ამ წლების განმავლობაში ორგანიზაცია იქცა სივრცედ, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, დაიწყონ პროფესიული კარიერა და განვითარდენ საერთაშორისო სტანდარტების მქონე კომპანიაში.

20 წლის განმავლობაში, გრანთ თორნთონის გუნდი მრავალი გამორჩეულ პროფესიონალს აერთიანებდა. სწორედ ჩვენი გუნდია ის ძალა,  რაზეც დგას ორგანიზაციის წარმატება.

Alumni Club-ის იდეა თავიდანვე დაიბადა ადამიანების სურვილიდან — შეენარჩუნებინათ ურთიერთობა იმ გუნდთან, რომელიც მათ პროფესიულ ზრდაში გადამწყვეტი იყო.

გრანთ თორნთონის გრანთ თორნთონ საქართველოს ადამიანური კაპიტალის მენეჯერი, აღნიშნავს: გრანთ თორნთონი ყოველთვის იყო ადამიანებზე ორიენტირებული კომპანია. ჩვენ გვჯერა, რომ პროფესიული გზა მხოლოდ დასაწყისია და ის კავშირები, რაც აქ ყალიბდება, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თითოეული ჩვენგანის პროფესიულ განვითარებაზე”

Alumni Club სწორედ ამ ფილოსოფიას ეფუძნება — ეს არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ყოფილ და ამჟამინდელ თანამშრომლებს, ქმნის სივრცეს გამოცდილების გაზიარებისთვის, პროფესიული ქსელის გაფართოებისა და მეგობრობის გასაგრძელებლად.

გრანთ თორნთონი ჩემთვის იყო სკოლა — ახლა ის არის ოჯახი“ - აღნიშნავს მიხეილ შენგელია, გრანთ თორნთონის ალამნაი კლუბის წევრი, რომელიც დღეს  საერთაშორისო კომპანია Wintershall-Noordzee B.V. ფინანსურ გუნდში მუშაობს. მიხეილი გრანთ თორნთონში სტაჟორის პოზიციაზე მოვიდა და კომპანიაში 5 წელი გაატარა.

- “გრანთ თორნთონში გატარებულმა წლებმა მასწავლა, როგორ მუშაობს მაღალი სტანდარტების გუნდი. Alumni Club-ის შექმნის ინიციატივა ძალიან საინტერესოა — ეს არის შესაძლებლობა, ისევ შევინარჩუნოთ კავშირი ადამიანებთან, რომლებთან ერთადაც მნიშვნელოვანი გამოცდილება გავიზიარე. მიღებული ცოდნა და პროფესიული ჩვევები დღესაც მეხმარება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე წაემატების მისაღწევად.” - აღნიშნავს მიხეილ შენგელია.

ეს პროექტი არ არის მხოლოდ შეხვედრები — ეს არის ქსელი, რომელიც ქმნის ახალ შესაძლებლობებს“ - როგორც ალისა აღნიშნავს, Alumni Club მხოლოდ ემოციურ ბმაზე არ არის დაფუძნებული. ის ასევე მიზნად ისახავს პროფესიული შესაძლებლობების გაზიარებას, პარტნიორობის განვითარებასა და საერთო ინიციატივების წამოწყებას:

- “ჩვენ გვინდა, რომ კლუბი გახდეს ადგილი, სადაც ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან, იქნება ეს ახალი პროექტი, კარიერული შესაძლებლობა თუ ერთობლივი ინიციატივები - Alumni Club იმუშავებს როგორც ცოცხალი ქსელი, რომელიც აერთიანებს გამოცდილებას და ინოვაციას.“

კლუბის აქტივობების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, პროფესიული სემინარები, არაოფიციალური შეხვედრები და თემატური საღამოები, სადაც კლუბის წევრებს შეუძლიათ თავიანთი გამოცდილების გაზიარება და ახალი იდეების განვითარება. კლუბი აქტიურად იმუშავებს  ონლაინ სოც. მედია პლატფორმებზე, სადაც წევრებს შეეძლებათ ერთმანეთთან დაკავშირება და ახალი ინიციატივების გაზიარება, აქვე გაზიარდება ინფორმაცია სხვადასხვა ტიპის შეკრებებსა და ღონისძიების თაობაზე.