Eagle Hills საქართველოს ახალი დირექტორი თორნიკე ზირაქიშვილი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაცია „კომერსანტს“ სანდო წყარომ მიაწოდა.

წყაროს ინფორმაციით, ზირაქიშვილი საქმიანობას 1-ელი თებერვლიდან შეუდგება.

სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემებით, ამ დრომდე Eagle Hills საქართველოს მმართველი დირექტორი ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანია.

რეესტრის მიხედვით, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო წევრების შემადგენლობა ამ დროისთვის ასეთია:

ირაკლი ნადარეიშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

თორნიკე ზირაქიშვილი - სააგენტოს „აწარმოე სააგენტოში“ დირექტორის მოადგილე

მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი - Eagle Hills-ის დამფუძნებელი

რაშიდ მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი

ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი.

ცნობისთვის, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოში $6,5 მილიარდზე მეტი ღირებულების, ორი პროექტი განხორციელდება.