ადამიანებს განსხვავებული ფინანსური მიზნები აქვთ: ზოგისთვის მნიშვნელოვანი თანხის კონკრეტული დანიშნულებით შეგროვებაა, ზოგს ფინანსური უსაფრთხოება სურს, ზოგსაც — დანაზოგიდან სარგებლის მიღება. სწორედ ამ განსხვავებულ საჭიროებებსა და გეგმებს ეხმიანება  შემნახველი ანაბარი “ჩემიანი”, რომელიც მიკრობანკ “კრისტალის” ახალი პროდუქტია.

რა შემთხვევაშია ოპტიმალური შემნახველი ანაბრის გამოყენება

შემნახველი ანაბარი ხელსაყრელი საბანკო პროდუქტია, რომელიც საშუალებას იძლევა, თანხა მოგზაურობისთვის, სწავლისთვის, რემონტისთვის, სასურველი შენაძენისა თუ განათლებისთვის შეგროვდეს. ამავდროულად, ის გარკვეული ფინანსური იმედიცაა: მოულოდნელი ხარჯების შემთხვევაში, მომხმარებელმა ყოველთვის იცის, რომ აქვს თანხა, რომელსაც გაუთვალისწინებელი საჭიროებებისთვის მარტივად გამოიყენებს.

შემნახველი ანაბრის ერთ-ერთი უპირატესობა შემოსავლის მიღების შესაძლებლობაცაა: განთავსების შემდეგ მას საპროცენტო სარგებელი ერიცხება, დანაზოგი კი კიდევ უფრო იზრდება. შესაბამისად, როცა მომხმარებელს გარკვეული თანხა აქვს გადადებული, ბევრად პრაქტიკული და გონივრულია, ის უბრალოდ ანგარიშზე არ დატოვოს და შემნახველ ანაბარზე შეიტანოს.

შემნახველი ანაბარი რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმით ფასდება: არის თუ არა თანხის განთავსების, დამატებისა და ნაწილობრივ ან სრულად გატანის პირობები მოქნილი, რა წესები მოქმედებს ანაბრის ვადამდე გატანის შემთხვევაში, როგორია საპროცენტო განაკვეთი და მისი დარიცხვის პირობები, რამდენია მინიმალური შენატანი, ანაბრის მაქსიმალური ოდენობა და ფინანსური ხარჯი.

ანაბარი  “ჩემიანი” — დაზოგვა მოქნილი პირობებით

მიკრობანკ “კრისტალის” ახალი შემნახველი ანაბარი “ჩემიანი” მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ანაბარზე თანხა ლარში, დოლარში ან ევროში შეუზღუდავი ვადით განათავსონ, შემდეგ კი ის ნებისმიერ დროს, სასურველი პერიოდულობით შეავსონ.

ანაბარი “ჩემიანი”ფიზიკური და იურიდიული პირებისთვისაა ხელმისაწვდომი. თანხის შეტანა შესაძლებელია მიკრობანკ “კრისტალის” ფილიალებში. მოქნილია ანაბრის განკარგვაც: მომხმარებელს მისი ბანკიდან გატანა ნებისმიერ დროს შეუძლია.

ანაბარზე მინიმალური შენატანი ფიზიკური პირებისთვის 10 ერთეულია, იურიდიული პირებისთვის კი - 100 ერთეული. განსათავსებელი თანხის მაქსიმალური ლიმიტი 50 000 ლარია ან მისი ეკვივალენტი შესაბამის ვალუტაში, რომელიც გახსნის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით გამოითვლება. საგულისხმოა, რომ ერთ მომხმარებელზე ვადიანი თუ შემნახველი ანაბრების მაქსიმალური რაოდენობა ჯამურად 50 000 ლარი ან მისი ეკვივალენტია უცხოურ ვალუტაში, რაც ასევე იმ ოფიციალური კურსით განისაზღვრება, რაც ანაბრის გახსნის დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იქნება დადგენილი.

“ჩემიანის” გახსნა სრულიად უფასოა. მომხმარებელს არც ყოველთვიური მომსახურებისა და ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიოების გადახდა უწევს. ამასთან, ანაბრის დახურვა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. დახურვის შემთხვევაში, დარიცხული საპროცენტო სარგებელი დაანგარიშდება და თანხის ნაშთი სრულად გაიცემა.

“ჩემიანის” მომხმარებელს საშუალება აქვს,  წინასწარ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით ისარგებლოს, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა კი მას ყოველდღიურ ნაშთზე შეეძლება. პროდუქტზე მუშაობა გრძელდება და სამომავლოდ მისი შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდება.

უსაფრთხო და საიმედო დანაზოგი

ანაბრით სარგებლობამდე ყურადღება უნდა მიექცეს ბანკის რეპუტაციას, სტაბილურობასა და გამოცდილებას. აღსანიშნავია, რომ მიკრობანკი  „კრისტალი“, რომელიც საქართველოს საფინანსო ბაზრის წამყვანი და დინამიკურად მზარდი კომპანიაა, საერთაშორისო ინვესტორებისა და პარტნიორების განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს, აქვს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გამორჩეული კულტურა და მომხმარებლებზე ზრუნვის მაღალი სტანდარტი. ამას გარდა, 2025 წლიდან, მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ, მიკრობანკი „კრისტალი“ ჩართულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტარის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, 50 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა — მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ ბმულს >>>