დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 2 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ შპს საგანმანათლებლო რესურსები ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასკოლო ფორმის შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით formebi.emis.ge იქნება შესაძლებელი.

ამასთან,საგანმანათლებლო რესურსები სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტების მისამართების სრული ჩამონათვალს აქვეყნებს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით 83 რეალიზაციის პუნქტი იფუნქციონირებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.