საქართველოში საწვავის ფასი კვლავ გაიზარდა. ბოლო ორ დღეში ბენზინგასამართი სადგურების ნაწილმა ფასები კიდევ ერთხელ გადახედა - ბენზინის ღირებულება 8 თეთრამდე, დიზელის კი 10 თეთრამდე გაიზარდა.
საწვავის ფასების მატება სექტემბერში უკვე რამდენჯერმე დაფიქსირდა. 3 სექტემბრიდან დღემდე სხვადასხვა ქსელში ბენზინის ფასი ჯამურად 14-დან 26 თეთრამდეა გაზრდილი, დიზელის ღირებულება კი 30-46 თეთრით არის მომატებული.
„ბიზნესპრესნიუსის“ მონაცემებით, 25 სექტემბრის მდგომარეობით, სხვადასხვა ბრენდის ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასები ასეთია:
Rompetrol
- Efix სუპერი — 4.56 ლარი;
- Efix ევრო პრემიუმი — 4.10 ლარი;
- Efix ევრო რეგულარი — 3.88 ლარი;
- Efix ევრო დიზელი — 4.97 ლარი;
- ევრო დიზელი — 4.89 ლარი.
Gulf
- G-Force სუპერი — 4.55 ლარი;
- G-Force პრემიუმი — 4.17 ლარი;
- ევრო რეგულარი — 3.89 ლარი;
- G-Force ევრო დიზელი — 4.87 ლარი;
- ევრო დიზელი — 4.79 ლარი.
Portal
- სუპერი — 4.19 ლარი;
- პრემიუმი — 3.99 ლარი;
- ევრო რეგულარი — 3.79 ლარი;
- ევრო დიზელი — 4.74 ლარი;
- ეფექტური დიზელი — 4.64 ლარი.
Lukoil
- სუპერი — 4.55 ლარი;
- პრემიუმი დანამატებით — 4.05 ლარი;
- რეგულარი — 3.85 ლარი;
- ევრო დიზელი — 4.82 ლარი.
Wissol
- ეკო სუპერი — 4.54 ლარი;
- ეკო პრემიუმი — 4.09 ლარი;
- ეკო დიზელი — 4.87 ლარი;
- ევრო დიზელი — 4.83 ლარი;
- ევრო რეგულარი — 3.89 ლარი.
Socar
- ნანო სუპერი — 4.44 ლარი;
- ნანო პრემიუმი — 4.02 ლარი;
- ნანო ევრო რეგულარი — 3.82 ლარი;
- ევრო 5 დიზელი — 4.70 ლარი;
- ნანო ევრო 5 დიზელი — 4.80 ლარი.